სექტემბერი 25, 2009

”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-მ 2 ათასი საბონენტო ნომერი შეიძინა

 

 

საქართველოს კომუნიაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე კომპანია ”ალექს დეველოპმენტ ჯორჯია”-მ საბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა.   496XXX და 497XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერში კომპანია 4 200 ლარს გადაიხდის.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილები გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები