არაავტორიზებადი საქმიანობისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახადი თანხა და გადახდის რეკვიზიტები შეიცვალა
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 23 დეკემბერს და 2018 წლის 22 თებერვალს „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 2018 წლის 1 მარტიდან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა ირიცხება კომისიის ბიუჯეტში. ასევე იცვლება გადასახდელი თანხის ოდენობა კერძოდ:
1. არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის (გარდა რადიოსარელეო ქსელის ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დროებით − 1 წლის ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.
თანხა ირიცხება კომისიისბიუჯეტში შემდეგირეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN - GE33 TB70 2063 6070 1000 01;
მიმღების ბანკი - სს თიბისი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაავტორიზებული საქმიანობისთვის;
2. არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
თანხა ირიცხება კომისიისბიუჯეტში შემდეგირეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN - GE33 TB70 2063 6070 1000 01;
მიმღების ბანკი - სს თიბისი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაავტორიზებული საქმიანობისთვის;