აგვისტო 29, 2008

აუქციონებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქ. თბილისში სააბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია შპს ”სერვისლაინმა” მოიპოვა. კომპანიამ 16 200 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. ქ. ფოთში, ქ. რუსთავში და გორის რაიონში კი იგივე მომსახურების ლიცენზია შპს ”გლობალ ერთმა” შეიძინა. კომპანიამ თითოეულ გეოგრაფიულ ერთეულზე 1000-1000 სააბონენტო ნომერში 2100-2100 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში, ქ.რუსთავში, ქ. ფოთში და გორის რაიონში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2008 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები