სექტემბერი 16, 2011

აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა

 

დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული აუქციონი ჩაიშალა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს „მობაილ ფაინენს სერვის ჯორჯიამ“ მიმართა და დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის არაგეოგრაფიულ სააბონენტო ნომრებზე 900 00 34 34 და 900 34 34 34  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადება მოსთხოვა.

კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონი 2011 წლის 16 სექტემბერს, 13:00 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხდი კომისიაში არც ერთ კომპანიას არ შემოუტანია.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები