ოქტომბერი 05, 2009

აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად GSM1800 და IMT2000 სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2009 წლის 5 ოქტომბრის, 17:00 საათამდე მიმდინარეობდა, თუმცა მსურველთა ოფიციალური განაცხადი კომისიაში არ შემოსულა.

”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის თანახმად აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები