ოქტომბერი 23, 2009

აუქციონი ჩაშლილად გმოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად GSM1800 და IMT2000 სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია 2009 წლის 5 ოქტომბრის, 17:00 საათამდე მიმდინარეობდა, თუმცა მსურველთა ოფიციალური განაცხადი კომისიაში არ შემოსულა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე (”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად) აუქციონი ჩაშლილად გამოცხადდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები