სექტემბერი 11, 2009

აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა

 

ქ. თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია ”გლობალ ერთი” გახდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე კომპანიის წარმომადგენლებმა ლიცენზიით სარგებლობისთვის 6 229 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი  2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები