მარტი 12, 2010

აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე კომპანია ”მეგაTV”-მ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა. ტელეკომპანიას ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2 596 ლარის გადახდა მოუწევს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი 2010 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები