დეკემბერი 13, 2011

აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. შპს  “ივერია ინტერმედიამ“ ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №73–ში განთავსებული სტუდიიდან მთაწმინდის ტელერადიოცენტრამდე, რადიოსარელეო კავშირისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა.

კომპანია ლიცენზიის მფლობელი ათი წლის ვადით გახდა და რესურსით სარგებლობისთვის 2014 ლარის და 08 თეთრის გადახდა მოუწევს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები