მაისი 14, 2012

აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა.

ტელეკომპანია „მეგა ტვ“–მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გუმბრიდან ქ. ქუთაისში: შპს „სატელიტსერვისის“, შპს „ბეტა ტვ“–ს, ინდ. მეწარმე „გოჩა ლილუაშვილის“ და შპს „ერას“ სტუდიებამდე რადიოსარელეო კავშირისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია შეიძინა.

კომპანიის წარმომადგენელმა რესურსით სარგებლობის ლიცენზიაში 1 298 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურა.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი 2012 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გდაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გევრდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები