ივნისი 27, 2008

აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონში შ.პ.ს. ’”GSI ტექნოლოგიებმა” გაიმარჯვა. კომპანიამ ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია 1 050 ლარად შეიძინა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღბად აუქციონი 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. სალიცენზიო გადასახადის საწყისი ოდენობა 1 000 ლარს შეადგენდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები