აგვისტო 17, 2009

აუქციონში მონაწილეთა რეგისტარცია დასრულდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ კომპანია ”გლობალ ერთმა” შემოიტანა. აუქციონი 2009 წლის 11 სექტემბრის, 14:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა  5 932  ლარს შეადგენს. აუქციონზე ერთი ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები