ივლისი 27, 2009

აუქციონში მონაწილეთა რეგისტარციის ვადა ამოიწურა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ქ. თბილისში ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განხორციელების მიზნით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღების სმურველთა საბუთების მიღება დასრულდა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ შპს ”რკინიგზის ტელეკომ”-მა, შპს ”ალექს დეველოპმენტ ჯეორჯია”-მ და ს.ს ”გაერთიანებულმა ტელეკომ”-მა გამოთქვა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 7 აგვისტოს, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც გამოტანილი იქნება 198XXX და 199XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერი.

 გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები