აპრილი 16, 2009

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

 

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. აუქციონაში მონაწილეიბის  სურვილი ორმა კომპანიამ შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” და შპს ”მობიტელმა”, ასევე ესტონეთის მოქალაქე ვალერი როსნამ გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

აუქციონი 2009 წლის 8 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება. ლიცენზიის საწყისი ღირებულება 25 000 ლარით განისაზღვრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები