აგვისტო 31, 2009

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონები 2009 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს ”სუფსატექნოკომმა” გამოთქვა.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 18 სექტემბრის, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც გამოტანილი იქნება  41XXX და   41XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერი.  რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ოდენობა 4 000 ლარით განისაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები