ოქტომბერი 05, 2009

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ ”რეალტივი-საქართველო”-მ გამოთქვა.

აუქციონი 2009 წლის 23 ოქტომბრის, 15:00 საათზე გაიმართება.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 6 674 ლარით და 40 თეთრით განისაზღვრა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები