იანვარი 12, 2009

აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 13 XXXX  ინდექსის 10 000 საბონენტო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი  გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობას ორი კომპანია შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ვანექსი” მიიღებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 20 000 ლარით განისაზღვრა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 30 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები