დეკემბერი 02, 2013

ახალი რადიოსამაუწყებლო ლიცენზიების მფლობელების ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

2013 წლის 2 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რვა ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდება ცნობილი.

დღეს, კი რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა კონკურსანტთა სამაუწყებლო ბადეების შედარებითი დასკვნა წარმოადგინა. თითოეული კონკურსანტის სამაუწყებლო ბადე დეტალურად იქნა შესწავლილი და გაანალიზებული. უშუალოდ, კონკურსში მოანწილე პირებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია დასკვნასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რვა ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში სამი კომპანია იღებს მონაწილეობას, ესენია : შპს „ევროპა პლუს თბილისი“, შპს „რადიო საქართველო“ და შპს „სამაუწყებლო სახლი“.

გამარჯვებული კომპანიების ვინაობა საჯარო სხდომაზე გახდება ცნობილი.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები