აგვისტო 21, 2012

ახალი სამაუწყებლო კომპანია დარეგისტრირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „ნიუსრუმა“ მაუწყებლობის განსახორციელებლად ავტორიზაცია გაიარა.

ავტორიზაციის გავლის შედეგად შპს „ნიუსრუმმა“ საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის უფლება მიიღო. კომპანიის სამაუწყებლო არეალი საქართველოს მთელი ტერიტორია იქნება, მაუწყებლობის ხანგრძლივობა კი  8 საათი. კომპანიის დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანია, 100% წილის მფლობელი კი შპს „კვირის პალიტრა“.

„ნიუსრუმს“ პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ნებისმიერ დროს შეუძლია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები