აგვისტო 26, 2011

„ახალმა ქსელებმა“ 1000 სააბონენტო ნომერი შეიძინა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდა. თერჯოლაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს „ახალი ქსელები“ გახდა. სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა 1000 სააბონენტო ნომერის შესაძენად 315 ლარის გადახდის მზადყოფნა დაადასტურა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ახალი ქსელების“ განაცხადის საფუძველზე თერჯოლაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები