ივლისი 03, 2012

„ბილაინმა“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „მობიტელმა“, იგივე „ბილაინმა“, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა მიიღო. კომპანიამ ნუმერაციის რესურსი – 903 700 000 – 903 700 099, სულ ასი სააბონენტო ნომერი, ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების, ინტერაქტიული მომსახურებისთვის უნდა გასცეს. ნუმერაციის რესურსის მოქმედების გეოგრაფიული ზონა საქართველოს მთელი ტერიტორიაა, ნებართვის მოქმედების ვადა ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.ნებართვის მფლობელი კომპანია ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელებიც ინტელექტუალური ქსელებით, დამატებული ღირებულების (ინტერაქტიული) მომსახურებას ახორციელებენ.გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები