აპრილი 23, 2010

ბოლნისის რაიონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადაა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბოლნისის რაიონში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა.

 

კომისიას აუქციონის გამოცხადების თხოვნით ინდ. მეწარმე ”ოლეგ უგრეხელიძემ” მიმართა. მეწარმეს რადიოსიხშირული ზოლი  სატრანზიტო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ესაჭიროება.

 

ამ შემთხვევაშიც აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია 2010 წლის 17 მაისის, 17:00 საათამდე იწარმოებს.აუქციონი კი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის, 11 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 14 985

ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები