მაისი 08, 2008

ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის 8-0-4-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია”) განცხადებით მიმართა შპს ”GSI ტექნოლოგიებმა”  ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 1000.00 (ერთი ათასი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის თავისუფალი ნუმერაციის რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლებისა და კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, კომისიამ კერნჭისყრის სედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:

 ა) ნუმერაციის რესურსი - 8-0-4-4 (რვა-ნული-ოთხი-ოთხი); 

 - რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1000 (ერთი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯი შეადგენს  50.00 (ორმოცდაათი) ლარს;

2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 27 ივნისის 14:00  საათი;

3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 9 ივნისის 17:00 საათამდე.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები