მაისი 08, 2009

ციფრების სამნიშნა კომბინაცია 77 500 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ აუქციონზე გამოტანილი ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსი 77 500 ლარად გაიყიდა. აუქციონში ესტონეთის მოქალაქემ, ვალერი როსნამ გაიმარჯვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-7-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

ნუმერაციის რესურსის საწყისი ღირებულება 25 000 ლარს შეადგენდა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები