მაისი 20, 2008

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია 27 500 ლარად გაიყიდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონში შპს ”ალექს დეველოპმენტმა” გაიმარჯვა. კომპანიამ  ლიცენზიის მოსაპოვებლად 27 500 ლარის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-2 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აღნიშნულ აუქციონში ლიცენზიის მისაღებად ორი კომპანია იბრძოდა: შპს ”ალექს დიველოპმენტი” და შპს ”სერვისლაინი”. სალიცენზიო გადასახადის საწყისი ოდენობა 25 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები