ივნისი 17, 2008

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-7 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად  აუქციონი 2008 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

აუქციონში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ შპს ”ჯეოსელმა”, შპს ”მობიტელმა” და შპს ”ვიტელ ჯორჯიამ” გამოთქვა. ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 25 000 ლარს შეადგენს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2008 წლის 4 ივლისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები