წვდომის მენიუ

აპრილი 24, 2008

ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-4 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში “კომისია”) განცხადებით მიმართა შპს ”სერვისლაინმა”  ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს ციფრების სამნიშნა კომბინაციის თავისუფალი ნუმერაციის რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლებისა და კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიის მისაღებად:

 ა) ნუმერაციის რესურსი - 8-9-4 (რვა-ცხრა-ოთხი); 

 - რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 25,000.00 (ოცდახუთი ათასი) ლარით;

- აუქციონის ბიჯი შეადგენს  1250.00 (ათას ორას ორმოცდაათი) ლარს;

2. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 13 ივნისის 13:00  საათი;

3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008 წლის 23 მაისის 17:00 საათამდე;

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები