ივლისი 24, 2015 12:17

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეგიონებში მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება 27-28 ივლისი - აჭარა

2015 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მასშტაბით დაიწყო ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 25 აგვისტოს დასრულდება.
ამ პროცესთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის,“ ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

რეფორმის პროცესში ჩართული მხარეები ადგილობრივ მოსახლეობას ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე  აცნობენ.

2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ანალოგური მიწისზედა ტელემაუწყებლობის გადამცემი სადგურები აჭარაში ითიშება. ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობა ასუფსიდირებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს ( 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით), რომლებსაც  ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.

გაციფრულების შესახებ,  სხვა საშუალებებთან ერთად, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციფრულ მაუწყებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისა  და კომერციული მულტიპლექს ოპერატორის - ,,სტერეო +’’ -ის ცხელ ხაზებზე:

 

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო:  1480 , 2 2414 80, 2 251480; 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:  2 9911 49, 2 991041, 2 991058;

 

,,სტერეო +’’  2 051212;

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური  2 399505.

 

შეგახსენებთ,  რომ ანალოგურიდან ციფრულ  მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რეფორმის განხორციელებით საქართველო  საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.

 

27 ივლისი, ორშაბათი

15:00 სთ - ქ. ბათუმი

 

მისამართი: ლ. ასათიანის №25, ქ. ბათუმი (აჭარის ა/რ)

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა,

მეორე სართული, საკრებულოს დარბაზი

მოწვეულია ქ. ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს საზოგადოება

 

28 ივლისი, სამშაბათი

12:00 სთ - ქობულეთი

 

მისამართი:   დავით აღმაშენებლის გამზირი №114, ქობულეთი (აჭარის ა/რ)

ქობულეთის კულტურის სახლი

მოწვეულია  ქობულეთის საზოგადოება

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები