წვდომის მენიუ

ივნისი 30, 2015 13:35

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი პირველ ივლისს იწყება

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ხვალ, პირველ ივლისს 10:00 საათზე იწყება. ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი თბილისსა და მის შემოგარენში გაითიშება, კერძოდ: საგარეჯოს რაიონი, რუსთავი, მარნეული, კოჯორი, მცხეთა და მიმდებარე ტერიტორია.

ახალი ფორმატის მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს. ტელემაუწყებლობის გავრცელების და მიღების რეჟიმი, რომელიც დღეს მოქმედებს არსებითად იცვლება, რაც შეეხება როგორც ჩვენს მოსახლეობას, ასევე მაუწყებლებს. 2015 წლის 17 ივნისს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებეის თანახმად, სატელევიზიო მაუწყებლებისთვის უქმდება ლიცენზირების რეჟიმი და ტელეკომპანიები საქმიანობას  მარტივი ავტორიზაციის გავლის გზით დაიწყებენ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად უკვე გაცემული რადიოსიხშირული სპექტრი ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას ოცდაათზე მეტი სტანდარტული გარჩევადობის ახრი გავრცელდეს მთელი ქვეყნის მაშტაბით. ამას ემატება ადგილობრივი მაუწყებლების რესურსი, რომლებიც გარდა იმისა, რომ შეძლებენ თავად გავრცელდნენ, აქვთ შესაძლებლობა დამატებით სხვა მაუწყებლებიც გაავრცელონ.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით საქართველო, ერთის მხრივ, ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას, მეორეს მხრივ, ქვეყანა რადიოსიხშირული სპექტრს უფრო ეფექტიანად გამოიყენებს და შეძლებს დანერგოს სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, საზოგადოება კი მიიღებს გაცილებით გაუმჯობესებული ხარისხის აუდიო და ვიზუალურ ჩვენებას.

მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები დედაქალის შემდეგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად, ექვსი კვირის განმავლობაში გაითიშება. ანალოგური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი:

  • 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე ქ. გორში, ბეკამში, დუშეთში, ქ. ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გაითიშება.
  • 2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში,   ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში,  მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურები გაითიშება.
  • 2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. თელავში, ცივის მთაზე, ქ. სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდერში, დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში,  თიანეთში, ონში, ამბროლურში,  ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება.
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები