აგვისტო 12, 2011

დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დამატებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა.

კომისიას სს „მობაილ ფაინენს სერვის ჯორჯიამ“ მიმართა და დამატებითი ფასიანი მომსახურებისათვის არაგეოგრაფიულ სააბონენტო ნომრებზე 900 00 34 34 და 900 34 34 34  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადება ითხოვა.

კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონი 2011 წლის 16 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაგისტრაცია კი  2011 წლის 29 აგვისტოს, 17:00 საათამდე იწარმოებს.

დამტებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად საჭირო ორი სააბონენტო ნომრის, 900 00 34 34  და 900 34 34 34 , საწყისი ღირებულებამ 100 ლარი შეადგინა, აუქციონზე ერთი ბიჯი კი 5 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები