ოქტომბერი 24, 2011

დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურზე აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. სს „გლობალ ერთის“ განცხადების თანახამად კომპანიას 900 800 800, 900 900 800 და 900 800 900 ინდექსის სამი სააბონენტო ნომერი სჭირდება. დამატებითი ფასიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭირო ერთი სააბონენტო ნომრის ღირებულა 50 ლარით არის განსაზღვრული.

აუქციონზე გამოტანილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისმა ოდენობამ 150 ლარი შეადგინა, ერთი ბიჯი კი 8 ლარი იქნება.

ლიცენზიის მაძიებელთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე იწარმობს. აუქციონი 2011 წლის 28 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები