ივლისი 30, 2014 13:51

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ანგარიში მოისმინეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები კანონმდებლებს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფნაძემ გააცნო.

ანგარიშში დეტალურად იყო წარმოდგენილი კომისიის სტრუქტურა, კომისიის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები და კომისიის ბიუჯეტი. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა კონკურენციის ხელშეწყობის განხორციელებაზე, რადიოსიხშირული რესურსების ეფექტიან მართვაზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საქმიანობასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. 2013 წლის ანგარიშში წარმოდგენილი იყო კომისიის მიერ განსაზღვრული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები, ინფორმაცია ჩატარებული კონკურსების შესახებ, დავები, მათ მიერ განხორციელებული სანქციები, ავტორიზაციის საკითხები, ლიცენზიების გაცემა და სხვა. კომისიის ანგარიში ასევე მოიცავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიტის დასკვნას. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ, სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და მის მიერ გაწეული რეკომენდაციებზე ისაუბრა. მან დეპუტატებს შესული საჩივრების სტატისტიკა და სამოქმედო გეგმა გააცნო. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები