წვდომის მენიუ

მაისი 17, 2012

დღეს კავშირგაბმულობის დღეა

17 მაისი საქართველოში კავშირგაბმულობის სპეციალისტების პროფესიული დღეა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ულოცავს დარგის ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღესასწაულს.

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთ–ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სფეროა და მისი დონე  პრაქტიკულად არ ჩამორჩება მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების დონეს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ამ დარგის სპეციალისტების დაუღალავი შრომის შედეგია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კომპანიები ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ საზოგადოებისთვის ტექნოლოგიურ ერაში არსებული  მოთხოვნების უზრუნველყოფას. ბოლო 20–30 წლის განმავლობაში კავშირგაბმულობის თავდაპირველი სატელეფონო კავშირმა უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა და გადაიქცა ელექტრონული კომუნიკაციების მრავალფეროვან მომსახურების სახეებად, რომელთა გარეშე თანამდეროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ღრმა პატივისცემით ულოცავს კავშირგაბმულობის დარგის ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღესასწაულს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები