ივლისი 17, 2009

”ჯეოსელი”-ს ლიზენზიას ვადა 10 წლით გაუხანგრძლივდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ”ჯეოსელი”-ს კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

”ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ”ჯეოსელ”-მა კუთვნილი ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის 39 320 409 ლარი და 16 თეთრი ორი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს. რის შემდეგაც, კომპანიის ლიცენზიას ვადა 10 წლით გაუხანგრძლივდება.

ამავე სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ”ჯეოსელის” კუთვნილი ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-9-3 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ. ამ შემთხევვაში კომპანიამ 42 805 ლარი და 56 თეთრი უნდა გადაიხადოს.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები