აგვისტო 09, 2013

„ჯეოსელის“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჯეოსელის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელა.

შპს „ჯეოსელის“ სარგებლობაში არსებულ NF20 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით 2023 წლის 13 აგვისტომდე გაუგრძელდა. კომპანია NF20 ლიცენზიით მობილურ  საკომუნიკაციო მომსახურებას ახორციელებს და ლიცენზიის მოქმედების გეოგრაფიული არეალი საქართველოს მთელი ტერიტორიაა.

„ჯეოსელს“ ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 48 208 734 ლარის და 55 თეთრის (ორმოცდარვა მილიონ ორასრვა ათას შვიდასოცდათოთხმეტი და 55) გადახდა  ექვსი თვის ვადაში, წინასწარ განსაზღვრული გარფიკით მოუწევს.გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები