მარტი 13, 2015 12:05

„ჯი-დი-ეს თი-ვი“ საერთო ლიცენზიის მფლობელი გახდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 12 მარტს გამართულ სხდომაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს ლიცენზიის მოდიფიცირება განახორციელა. ტელეკომპანია საერთო ლიცენზიის მფლობელი გახდა, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო გამოშვევბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებით მაუწყებლობის უფლება მოიპოვა.

კომპანიამ თავისი კუთვნილი №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირების მოთხოვნით კომისიას 2014 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. კომისიამ ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  24 ოქტომბერს დაიწყო, კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი  წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება, რაც კომისიამ დააკმაყოფილა.

2015 წლის 4 მარტს ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე შეჩერებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ კომისიაში ახალი განცხადება წარმოადგინა, რის საფუძველზეც განხორციელდა  №B15 და №B125 ლიცენზიების სპეციალიზებული („გასართობი“) ტელემაუწყებლობიდან საერთო ტელემაუწყებლობაზე მოდიფიცირება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები