თებერვალი 10, 2015 14:36

EaPeReg Network-ის პროექტის ფარგლებში ორდღიან კონფერენციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობს

დღეს, 2015 წლის 10 თებერვალს 09:00 საათზე სასატუმრო „თბილისი მაირიოტში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaPeReg) ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძე ორდღიან კონფერენცია გახსნა.

კონფერენეციაზე განხილული იქნება ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ამ მიმართულებით ევროპული გამოცდილება და  მათ შორის, რეგულაცია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების ქსელი (EaPeReg Network) ექვს ქვეყანას საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, უკრაინას და მოლდოვას აერთიანებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია EaPeReg Network-ის თავმჯომარედ 2014 წლის დეკემბერში გახდა და ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქსელს, ორგანიზაციის  ვიცე-თავმჯდომარეობის მოვალეობა,  წესდების შესაბამისად, ევროგაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება - ამჯერად შვედეთის მარეგულირებელ ორგანოს.

გარდა EaPeReg Network-ის წევრი ქვეყნებისა ორდღიან კონფერენციაზე დასასწრებად და ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების სფეროში ევროპული პრაქტიკის გასაზიარებლად საქართველოს შვედეთის, გერმანიის, პორტუგალიის, პოლონეთის, რუმინეთის და ლიტვის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელის ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები ეწვივნენ.

EaPeReg Network ევრო კომისიის დაფინანასებით წევრ ქვეყნებს დახმარებას უწევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარებაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები