მაისი 06, 2014

EBRD ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის ფინანსური მხადაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსი 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით  გამოაცხადა. 

კონკურსზე ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის ხუთი სამაუწყებლო ქსელისთვის ხელმისაწვდომის სიხშირული რესურსია გამოტანილი.

კომისიას, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD), წერილობით აცნობა, რომ მზადაა ციფრული მიწსზედა სატელევიზო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კომპნიას (კომპანიებს) ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს.

კომისია, „ევროპოს რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) შეთავაზებას უცვლელად გთავაზობთ: "The European Bank for Reconstruction and Development (EBRD) has informed GNCC of a willingness to consider financing support for an appropriate winning bidder in the contest, subject to terms and conditions. Interested parties can contact Laure Blanchard-Brunac at EBRD, One Exchange Square, London, EC2A 2JN, United Kingdom; e-mail blanchal@ebrd.com or Zura Zakariadze at EBRD Tbilisi Resident Office, 6 Marjanishvili Street, (Green Building IV-V Floor), 0105 Tbilisi, Georgia; e-mail zakariaz@ebrd.com."

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული კონკურსის შესახებ გადაწყვეტილეის  ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები