წვდომის მენიუ

იანვარი 11, 2012

ეროვნული პრეფიქსი „8“, იცვლება ეროვნული პრეფიქსი „0“–ით და საერთაშორისო პრეფიქსით „00“

2012 წლის 11 იანვარს,  24:00 საათზე გაითიშება ეროვნული პრეფიქსი „8“. 12 იანვრიდან ქვეყნის შიდა საქალაქთაშორისო ზარებზე და ასევე, მობილური ქსელიდან ფიქსირებულ ქსელში გამავალ ზარებზე და პირიქით, ფიქსირებული ქსელიდან მობილურ ქსელში გამავალ ზარებზე უნდა ავკრიფოთ ეროვნული პრეფიქსი „0“. საერთაშორისო ზარებზე კი საერთაშორისო პრეფიქსი „00“.

დარეკვის ახალი წესი მოქმედებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების ნომრებზეც. ახალი 10XX ფორმატის კოდებია, მაგალითად:

  • 8-07 შეიცვლება 10-07 -ით
  • 8-10 შეიცვლება 10-10 -ით
  • 8-11 შეიცვლება 10-11 -ით
  • 8-16 შეიცვლება 10-16-ით
  • 8-18 შეიცვლება 10-18 -ით

და ა.შ.

დარეკვის წესია შემდეგია: ჯერ უნდა აიკრიფოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, საერთაშორის პრეფიქსი „00“, შემდეგ ქვეყნის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი (თუ ზარი საზღვარგარეთ ხორციელდება) მაგალითად: 10XX 00 ... თუ ზარი საქართველოს ფარგლებში ხორციელდება მაშინ უნდა ავკრიფოთ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი, ან მობილური აბონენტის ცხრანიშნა ნომერი. მაგალითად: 10XX 0...

 

ამით სრულდება ნუმერაციის ახალი ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები