მაისი 29, 2012

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) კონფერენცია თბილისში

2012 წლის 29-30 მაისს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) სამუშაო შეხვედრა–კონფერენცია გაიმართება.

ორდღიან კონფერენციას ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) პრეზიდენტის მოადგილეები, ადრლან სკრასე, საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტის დარგში და მაიკლ შარპე სტანდარტიზაციის დარგში, ასევე სტანდარტიზაციის პროექტის ოფიცერი იგორ მინაევი გაუძღვებიან. შხვედრაზე ევროპის სატელეკომუნიკაციო სფეროს ერთ–ერთი უმაღლესი დონის თანამდებობის პირები შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) მიმოხილვითი პრეზენტაცია; ახალი ტექნოლოგიები და ახალი სტანდარტები LTE–ის და მობილური TV–სთან დაკავშირებულ საკითხებზე;  რადიოსიხშირული სპექტრის რეგულირება და ევროპული სტანდარტები – მიმდინარე და მომავალი საქმიანობა - 800 MHz (digital dividend), 900 MHz, 1800 MHz, 2100 MHz, 2.3 – 2.4 GHz - სიხშირულ ზოლებში; ჰარმონიზებული სტანდარტები და R&TTE დირექტივა და ბოლოს, ციფრული მაუწყებლობის ახალი სტანდარტები (DVB – DAB).

კონფერენციას  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომლების გარდა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედბი კომპანიების, ასევე რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელეკომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტი (www.etsi.org) ევროკომისიის მიერ ოფიციალურად არის აღიარებული სატელეკომუნიკაციოს სფეროში ევროპული სტანდარტების ორგანოდ. ინსტიტუტი შეიმუშავებს საყოველთაოდ მისაღებ სტანდარტებს საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, ფიქსირებული, მობილური, რადიო, სამაუწყებლო, ინტერნეტისა და სხვა სფეროებში.  

ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის მიერ შემუშავებული დირექტივები სახელმძღვანელო დოკუმენტებია მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების დარში ევროპის და არა მარტო ევროპის ქვეყნებისთვის. ამიტომ მათი გამოცდილების გაზიარება უდავოდ ძალიან საინტერესოა როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ისე, საქართველოს  ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები