ნოემბერი 07, 2012

ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

შეგახსენებთ, კომისიამ ფიქსირებული ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესყიდვაზე ტენდერი 2012 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბრიტანული კომპანია “Red-M Wireless Limited” გამოცხადდა, რომელიც “Epitiro”–ს მოწყობილობებითა და დანერგილი მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს მონიტორინგს. ამავე წლის 2 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

ხელშეკრულების თანახმად, სამწლიანი პროექტის ფარგლებში  კონტრაქტორი კომპანია იღებს ვალდებულებას საქართველოს სამ მსხვილ ქალაქში: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი,  ჩატარდეს ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების ხარისხის მონიტორინგი. კვლევის ჩასატარებლად ასევე შეირჩევა სამი ყველაზე მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერის „კავკასუს ონლაინის“, „სილქნეტის“ და „ახალი ქსელების“ აბონენტები.

მონიტორინგის პროცესში აღნიშნული ინტერნეტ პროვაიდერების 400 აბონენტი ჩაერთვება, რომლის საცხოვრებელ ბინებში სპეციალური მოწყობილობა დამონტაჟდება.

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, პროექტი სამწლიანია, ამიტომ ინტერნეტ ბაზრის გადანაწილების დინამიკიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს მონიტორინგის პროცესში ჩართული როგორც ინტერნეტ პროვაიდერი, ასევე შეთავაზებული პაკეტების ჩამონათვალი.

კომისია აცხადებს რეგისტრაციას იმ აბონენტების საყურადღებოდ, რომლებიც სარგებლობენ ზემოთ ჩამოთვლილი ინტერნეტ პროვაიდერების მოსახურებით და სამომხმარებლო პაკეტებით, ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში.

მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს „კავკასუს ონლაინის“, „სილქნეტის“ და „ახალი ქსელების“ თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, იურიდიული პირები.

ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) ბაზრის კვლევის პროცესში მოხალისე აბონენტებს მხოლოდ ერთი ვალდებულება ექნებათ მათ საცხოვრებელ ბინებში დამონტაჟებული, სპეციალური ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხის მზომავი მოწყობილობა არ გამორთონ და არ დააზიანონ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ბაზრის კვლევის დაწყება საზოგადოებაში ინტერნეტ პროვაიდერების მიმართ გაჩენილი უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა. კომისიის ოფიციალურ გვერდზე “Facebook”–ზე და ასევე, კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა უფლებების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ხშირი იყო ინტერნეტ პროვაიდერების მომსახურების ხარისხით და ამ მომსახურებისთვი დაწესებული ტარიფით უკმაყოფილო აბონენტების საჩივრები. სწორედ, ამიტომ კომისია იმედოვნებს, რომ დაგვეხმარებით და გამოიჩენთ გულისხმიერებას.

მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები