წვდომის მენიუ

დეკემბერი 09, 2016 12:37

ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეთა საბუთების მიღება დასრულდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ნოემბერს შპს „მობიტელის“ განცხადების საფუძველზე ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად  ორი  აუქციონი გამოაცხადა.

აუქციონზე გამოტანილია 2100 მგჰ სიხშირულ დიაპაზონში ორი -  2x5 მგჰ სიხშირული ზოლი. აუქციონში რესურსით სარგებლობის თითოეული ლიცენზიის საწყისი საფასური 6  904 704 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯის ოდენობა შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე -  345 235 ლარს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აუქციონში მონაწილეთა საბუთების მიღება 8 დეკემბრის 17:00 საათაზე დასრულდა. სააუქციონო სხდომა 2016 წლის 23 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები