ივლისი 29, 2011

ფასიანი მომსახურების განსახორციებლად საჭირო ნუმერაციის რესურსზე აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა. კომისიას დამატებითი ფასიანი მომსახურებისთვის არაგეოგრაფიული სააბონენტო ნომრების 900 900 900 და 900 444 444  ლიცენზიის მისაღებად შპს „გაერთიანებულმა მობილურმა სპეც კავშირმა“ მომართა.

კომისიის გადაწყვეტილებით, აუქციონი 2011 წლის 9 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაგისტრაცია კი  2011 წლის 22 აგვისტოს, 17:00 საათამდე იწარმოებს.

დამტებითი ფასიანი მომსახურების განსახორციელებლად საჭირო ორი სააბონენტო ნომრის, 900 900 900 და 900 444 444 , საწყისი ღირებულებამ 100 ლარი შეადგინა, აუქციონზე ერთი ბიჯი კი 5 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები