სექტემბერი 30, 2014 18:30

ფიქსირებული და მობილური ინეტრენტის ბაზრის მიმოხილვითი კვლევა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური ინტერნეტ ბაზრის მიმოხილვითი კვლევა ჩაატარა.

ინტერნეტ ბაზრის მიმოხილვა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) და ევრო კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა. შედარებით ანალიზში მოყვანი არის როგორც ევროპის ქვეყნებში ინტერნეტ მომსახურების ფასები, ასევე მსოფლიოსა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ინტერნეტ მომსახურების ტარიფების შედარებითი ანალიზი.

ITU-ს კვლევის თანახმად ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების ჭრილში განხილულია მსოფლიოს 165 ქვეყანა, ხოლო მობილური უსადენო ინტერნეტ მომსახურების მხრივ 126 ქვეყანა. კვლევა ცხადყოფს, რომ ინტერნეტ მომსახურების ფასი საქართველოში საშუალო და საშუალოზე დაბალია.

რაც შეეხება ევრო კომისიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევას, რომელიც „ Van Dijk Management Consultant“-მა ჩაატარა 2013 წელს, ამ დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ინტერნეტ მომსახურების საფასური ასევე, საშუალო და საშუალოზე დაბალია.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის კომისია გთავაზობთ საქართველოს ინტერნეტ მომსახურების ბაზრის მიმოხილვით დოკუმენტს სრულად, სადაც, ასევე განხილულია საქართველოს ინტერნეტ ბაზრის განვითარების დინამიკა 2010-2014 წლებში: http://gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=2101&info_id=115892

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები