ივნისი 23, 2011

ფიქსირებული უსადენო ქსელის ნუმერაცია იცვლება

 

2011 წლის 27 ივნისის 01:00 საათიდან  ”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” უსადენო ფიქსირებული ქსელების ნუმერაცია იცვლება.

მობილური ქსელის და ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტები 27 ივნისიდან, ”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” მიმართულებით ზარებს შემდეგი ციფრების კომბინაციის აკრეფვის შემდეგ შეძლებენ: „მაგთიფიქსის“ აბონენტთან დასაკავშირებლად საჭიროა ავკრიფოთ: 8–790 XX XX XX, ხოლო „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელის აბონენტთან დაკავშირება ციფრების 8-791 XX XX XX ამ თანმიმდევრობის აკრეფვის შემდეგ მოხდება.

რაც შეეხება, ”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებს, ისინი მობილურ ქსელში, 27 ივნისიდან სააბონენტო ნომერს ამ თანმიმდევრობით არკეფენ: 8-5XX XX XX XX, ხოლო ფიქსირებულ ქსელში (ე. წ ქალაქის ნომერზე) დასარეკად (მაგალითად თბილისი) 8–32 2 XX XX XX ციფრების ეს კომბინაცია უნდა აკრიფონ.

”მაგთიფიქსის” და ”სილქნეტის” უსადენო ქსელის აბონენტებმა ერთმანეთთან დასაკავშირებლად უნდა აკრიფონ : „მაგთიფიქსის“ შემთხვევაში 790 XX XX XX და ”სილქნეტის” უსადენო ქსელის აბონენტებმა 791 XX XX XX.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ სატელეკომუნიკაციო  კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებს შემდეგ ნომრებზე :

კომპანია ”მაგთიკომის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი) - 17-00-00;          ქ. თბილისი - 217-00-00;

კომპანია ”ჯეოსელის” აბონენტებმა ტელეფონებზე: (ჯეოსელი  და ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი -  277-01-77;

კომპანია ”ბილაინის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  0611; ქ. თბილისი - 220-06-11;

კომპანია ”სილქნეტის” აბონენტებმა ტელეფონებზე: ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები - 2-100-100;

კომპანია ”ახალი ქსელებისდა ”ახტელის” აბონენტებმა ტელეფონებზე:  ქ.თბილისი-275 -75-75; 213-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-22-00-00;

კომპანია ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებმა ტელეფონზე:  ქ.რუსთავი- 508.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები