ოქტომბერი 13, 2011

ფოთში 1000 სააბონენტო ნომერი აუქციონზე გაიყიდება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ქ. ფოთში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოაცხადა. აუქცინის გამოცხადებას საფუძვლად შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადება დაედო.

ქ. ფოთში, 200 XXX ინდექსის 1000 სააბონენტო ნომრის საწყისმა ღირებულებამ 300 ლარი შეადგინა, ხოლო ერთი ბიჯის ოდენობა 15 ლარით განისაზღვრა.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2011 წლის 31 ოქტომბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. აუქციონი კი 2011 წლის 18 ნოემბრის, 12:00 საათზე გაიმართება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები