სექტემბერი 21, 2011

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცხადდება საჯარო კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატებისთვის წაყენებული მოთხოვნები:

კანდიდატი, რომელსაც სურვილი აქვს დაიკავოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

განათლება/ცოდნა

 

• უმაღლესი იურიდიული განათლება;

• რეგულირებადი სფეროს და მომხმარებელთა უფლებების კვალიფიციური ცოდნა.

• უცხო ენის ცოდნა (სასურველია)

სპეციფიური მოთხოვნები:

• საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება;

• კანდიდატი არ შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის წევრი.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობაზე პირი აირჩევა  2 წლის ვადით. მასზე გავრცელდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვრცელდება თანამდებობის პირზე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის თანამდებობრივი სარგო შეადგენს – 2 495 ლარს.

კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1.წერილობითი განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

2.ავტობიოგრაფია (CV);

3.სამოტივაციო წერილი, რეგულირებადი სფეროს ცოდნისა და სათანადო სამუშაო გამოცდილების მითითებით;

4.უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

5.შესაბამისი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

6.პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

7.ორი ფოტოსურათი (3ფ4–ზე);

8.კონკურსანტს საკუთარი სურვილით შეუძლია წარმოადგინოს სხვა დოკუმენტაციაც (სერთიფიკატები, დიპლომები, რეკომენდაციები და ა.შ).

საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე.

საბუთები მიიღება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატ

მისამართი: ქ.თბილისი, ნ.რამიშვილის ქ. №6.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995 32) 2913814/15/ (218 შიდა)

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები