ოქტომბერი 05, 2011

განცხადება

 

 „2011 წლის 7 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 05 ოქტომბრის განკარგულების შესაბამისად, თბილისობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, 2011 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისის ტერიტორიაზე გამოცხადდა უქმე დღედ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაცნობებთ, რომ 2011 წლის 07 ოქტომბერს კომისიის 2011 წლის 02 სექტემბრის N 453/8 გადაწყვეტილებით (ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ) ჩანიშნული კომისიის N 70 სააუქციონო (13:00 სთ) და N 71 (16:00 სთ) სხდომები გადატანილია 2011 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 და 16:00 საათებზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები