სექტემბერი 16, 2011

„გაზეთი 1001 განცხადება“ საკაბელო ქსელით მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

შპს “გაზეთი 1001 განცხადება“ საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს, რომლის სახეობა იქნება საერთო მაუწყებლობა, გეოგრაფიული ზონა – ქ. თბილისი, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა – 24 საათი.

საკითხის ზეპირი მოსმენა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში, 2011 წლის 14 ოქტომბრის, 16:00 საათზე გაიმართება, სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება კი ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოხდება.

მაუწყებლობის დაწყების ვადა კი გაზეთ 1001 განცხადებას“ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განესაზღვრება.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები