მაისი 30, 2012

„ღია კარის დღე“

2012 წლის 31 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება მორიგი „ღია კარის დღე“.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები, კომისიის აპარატის სხვადსხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები მედიისთვის საინტერესო კითხვებს გასცემენ პასუხებს.

ყოველთვიური „ღია კარის დღეები“ კომისიაში ელეტქრონულ კომუნიკაციებში და მაუწყებლობის სფეროში ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის  ცოდნის ამაღლებას ემსახურება. „ღია კარის დღეების“ თემატიკას თავად მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არჩევენ. ამ ხნის განმავლობაში კომისიის წამყვანმა სპეციალისტებმა მედიისთვის  საინტერესო სხვადასხვა საკითხები განიხილეს.

31 მაისის „ღია კარის დღე“ განსხვავებულ ფორმატში წარიმართება. ამჯერად წინასწარ შერჩეული თემატიკის გარეშე კომისიონერები და კომისიის აპარატის ხელმძღვანელი პირები ბოლო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ირგვლივ არსებულ მედიისთვის საინტერესო  კითხვებს გასცემენ პასუხებს. 

დასწრება თავისუფალია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები